ობამა კონგრესში: რუსეთის „კლიენტი სახელმწიფოები“, ირანული ატომი და კუბა

გამოწერა

აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეროვნული კონგრესისადმი მიმართვისას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული რამდენიმე განცხადება გააკეთა, რა დროსაც რუსეთი, უკრაინა, სირია, კუბა და ირანი მოიხსენია. იხილეთ ამერიკის ლიდერის მიმართვის ვიდეოფრაგმენტები.

რუსეთი რესურსებს კიევსა და დამასკოს ახარჯავს, მიუხედავად საკუთარი ეკონომიკის ვარდნისა, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ამერიკის ეროვნული კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში.

„მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა ეცემა, რუსეთი საკუთარ რესურსებს უკრაინასა და სირიას — კლიენტ სახელმწიფოებს ახმარს, რომლებიც მათ თვალწინ სხლტებიან რუსეთის გავლენის ორბიტიდან“, —  განაცხადა მან.

ობამამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ–ის მხრივ სხვა ქვეყნებისთვის საშინაო პრობლემების მოგვარებაში გაწეული დახმარება განამტკიცებს საერთაშორისო წესრიგს.

„როდესაც ჩვენ უკრაინას დემოკრატიის დაცვაში, ან კოლუმბიას იმ ომის დასრულებაში ვეხმარებით, რომელიც უკვე ათობით წელია გრძელდება, ამით საერთაშორისო წესრიგს ვამყარებთ, რაზეც ვართ კიდეც დამოკიდებულები“, — განაცხადა ობამამ.

მისი თქმით, კოალიციის სანქციებისა და დიპლომატიის წყალობით, მსოფლიომ კიდევ ერთი ომი აიცილა თავიდან, აღკვეთა რა ირანის   ბირთვული შეიარაღება.

აშშ–ის პრეზიდენტმა მოუწოდა  კონგრესს, მოუხსნან ემბარგო კუბას, ვინაიდან 50 წლიანმა იზოლაციამ კუნძულზე დემოკრატიის დამყარებას ხელი კი არ შეუწყო, პირიქით, კიდეც შეასუსტა შეერთებული შტატების პოზიციები ლათინურ ამერიკაში.

ყველა ახალი ამბავი
0