გუდაური — ეს კავკასიაში ერთ–ერთი ყველაზე მეტად განვითარებული სამთო–სათხილამურო კურორტია. ის თბილისიდან 120 კმ–ის დაშორებით... 12.01.2016-ს, Sputnik საქართველო
გუდაური — ეს კავკასიაში ერთ–ერთი ყველაზე მეტად განვითარებული სამთო–სათხილამურო კურორტია. ის თბილისიდან 120 კმ–ის დაშორებით, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე.
გუდაურის საკურორტო განვითარება 1975–1985 წლებში დაიწყო და დრემდე გრძელდება. ბოლო წლებში სამთო–სათხილამურო სპორტის მოყვარულთა რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და გუდაური სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
გუდაურში მუშაობს სათხილამურო და სნოუბორდის სკოლა. იქვე არსებობს სფიდრაიდინგისა და ფრირაიდის შესწავლის საშუალებაც. საამისოდ არის სკოლაც, საწვრთნელი ადგილებიც და არიან ინსტრუქტორებიც.
9/11
გუდაურს საერთაშორისო სამთო–სათხილამურო კურორტების მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ზამთარში აქ ზომიერად ცივი და მშრალია, ამინდი ძირითადად მზიანია, რაც დიდი იშვიათობაა მთებში.
გუდაური მოსახერხებელი კურორტია როგორც ახალბედების, ისე ექსტრემალებისთვისაც. სათხილამურო ტრასების გარდა იქ უამრავი სასტუმროა რესტორნებით, ბარებითა და გასართობი ცენტრებით.