საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე ანგარიშით თებერვლის თვეში წარდგება

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლბეი პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას არ დასწრებიან.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით თებერვლის თვეში წარდგება, იუწყება ქართული მედია სამშაბათს, 12 იანვარს.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი კანონმდებლების წინაშეე ანგარიშით თებერვლის პირველ პარასკევს უნდა წარდგეს.

2014 წელს საქართველოს პრეზიდენტ გიოორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას მთავრობის წევრები არ დაესწრნენ.

შემდეგ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს აღმასრულებელი და სასამართლო სისტემისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევისკენ მოუწოდა.
თუმცა, 2015 წელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას არ დასწრებია.

ყველა ახალი ამბავი
0