თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, განაცხადეს უწყების პრესსამსახურში ორშაბათს, 11 იანვარს.
საბჭოს ძირითადი ფუნქციები მთავარი პროკურატურის საქმიანობის განვითარება და თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების ამაღლებაა.
„საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართვა და უწყებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების არაერთპიროვნულად, არამედ კოლეგიალური წესით განხილვა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
საკონსულტაციო საბჭოს საქართველოს მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს. საბჭოში ასევე შევლენ მთავარი პროკურორის მოადგილე, საპროკურორო საბჭოს რვა წევრი და თბილისის პროკურორი.
გარდა ამისა, ახალ საკონსულტაციო საბჭოში შევლენ საქართველოს მთავარი პროკურატურის ზოგიერთი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელები, მათ შორის: გენერალური ინსპექციის უფროსი, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
საქართველოს პროკურატურას კონსულტაციას საბჭო გაუწევს
17:49 11.01.2016 (განახლებულია: 15:48 19.10.2021)
© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
გამოწერა
საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს, მთავარი პროკურატურის საქმიანობის განვითარებასა და თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების ამაღლებაზე იზრუნებს.