საქართველოში ცეზიუმ 137–ის 100 ათას დოლარად გაყიდვას ცდილობდნენ

© facebook.com/ssgeoსაქართველოში რადიოაქტიური ნივთიერების გაყიდვას ცდილობდნენ
საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერების გაყიდვას ცდილობდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები უკანონოდ შეძენილი ცეზიუმ 137–ის თბილისში გაყიდვას ასი ათას დოლარად ცდილობდნენ.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების, ცეზიუმ 137–ის უკანონო გაყიდვაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს, რომლებიც ნივთიერების 100 ათას აშშ დოლარად გასხვისებას აპირებდნენ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განკარგვის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ქ. თბილისში უკანონოდ, დადგენილი წესების დაუცველად, შეინახეს რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპი Cs137 (ცეზიუმ 137)“, — ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

© © facebook.com/ssgeoელემენტ ცეზიუმ137-ის რადიოაქტიური იზოტოპი
ელემენტ ცეზიუმ137-ის რადიოაქტიური იზოტოპი - Sputnik საქართველო
ელემენტ ცეზიუმ137-ის რადიოაქტიური იზოტოპი

რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცეზიუმ 137 საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით).

 

ყველა ახალი ამბავი
0