თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ავტობუსი, რომლითაც მოყვარული ფეხბურთელების გუნდი და მათი ქომაგები მგზავრობდნენ, მდინარეში გადავარდა, რის შედეგედაც გარდაიცვალა რვა, ხოლო 30 ადამიანი დაშავდა, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
წინასწარი ვერსიით, ავტოსაგზაო შემთხვევა მუხრუჭების გაუმართაობის გამო მოხდა.
ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ მეტი იქნება, ვინაიდან შესაძლოა, მდინარეში ჩავარდნილი ავტობუსის ქვეშ კიდევ იყოს ცხედრები.
მგზავრებს შორის ბავშვებიც იყვნენ.
მექსიკაში ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
13:49 11.01.2016 (განახლებულია: 15:13 20.07.2023)
© photo: Sputnik / Дмитрий Знаменский
/ გამოწერა
მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომლითაც მოყვარული ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრები მგზავრობდნენ, მდინარეში გადავარდა.