თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე „თავაზიანი“ დღესასწაული — მადლობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თუ რატომ და როგორ უნდა წარმოითქვას „ჯადოსნური“ სიტყვები, სააგენტო „რია ნოვოსტის“ ექსპერტმა განუმარტა.
ისტორიკოს ელეონორა ბასმანოვას თქმით, როცა ადამიანს მადლობას უხდით, პირდაპირ თვალებში უნდა უყუროთ.
„ისევე როგორც მისალმებისას, მადლობის თქმის დროსაც ვიზუალური კონტაქტია რეკომენდებული, ვინაიდან ამ დროს ადამიანის თვალებისა და სახის დანახვაა სასურველი. ვიზუალური კონტაქტი საკუთარი დამოკიდებულების პერსონიფიცირების შესაძლებლობას იძლევა“, — ამბობს ბასმანოვა.
მისი თქმით, რაც უფრო ხშირად ამბობს ადამიანი მადლობას, მით უფრო მდიდრდება მისი ინტონაცია ამ სიტყვის წარმოთქმისას.
„უნდა გვესმოდეს, რომ მადლიერება — ეს ყველაზე მცირეა სათნოებათა შორის, ხოლო უმადურობა — ერთ–ერთი ყველაზე საშინელი მანკი. ამიტომ მადლობის თქმა ნებისმიერი მომსახურების გაწევის, ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში — იქნება ეს ფოსტალიონი, კონსიერჟი თუ მეზობელი — როგორც ფსიქოლოგები იტყვიან, სოციალური კავშირის დამყარებისკენ, ანუ კონსოლიდაცია–გაერთიანებისკენაა მიმართული და არა პირიქით“, — განმარტა ექსპერტმა.