მეორე წრის შემდეგ ბათუმის „დინამო“ ლიდერია

© photo: Sputnikკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „დინამოს“ კალათბურთელები მეორე წრის შეხვედრებში ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ „ქუთაისთან“ ანგარიშით 68:79 დამარცხდნენ.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ბათუმის საკალათბურთო კლუბმა „დინამომ“ „სოხუმთან“ შეხვედრაში ანგარიშით 74:73 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. 

ბათუმელების მსგავსად ლიდერობის „ტვირთის ზიდვა“ თბილისის „დინამოელებსაც“ შეძლოთ. საამისოდ დედაქალაქის გუნდს „ქუთაისთან“ გამარჯვება ესაჭიროებოდა, მაგრამ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი, მეორე წრის შეხვედრებში ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ, „ქუთაისთან“ ანგარიშით  68:79 დამარცხდა.   

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერთა რიცხვმა 200 ათასს მიაღწია

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გამარჯვებულ გუნდში გიორგი ბარბაქაძე გამოდგა, რომელმაც საკუთარ კლუბს 21 ქულა მოუტანა. 

ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, გუნდმა „აკადემიამ“ კვლავ წააგო, ამჯერად „მგზავრებთან — ანგარიშით 91:87. 14 ჩატარებუი შეხვედრის შემდეგ „აკადემიას“ სულ ორი გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. 

კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის XIV ტურის შედეგებია ასეთია:

„სოხუმი“ — „დინამო“ ბათუმი 73:74 (21:22, 22:20, 20:15, 10:17)

„დინამო“ თბილისი — „ქუთაისი“ — 68:79 (15:21, 18:25, 16:11, 19:22)

„აკადემია“ — „მგზავრები“ — 87:91 (22:20, 22:17, 18:27, 25:27)

„რუსთავი“ — „ოლიმპი“ — 75:82 (12:28, 17:23, 25:13, 21:18).


ყველა ახალი ამბავი
0