საეჭვო ნივთიერების გამო სტოკჰოლმის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerსტოკჰოლმი
სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი მგზავრი ქალბატონი ჩანთის რეგისტრაციისას აეროპორტის კონტროლის სისტემამ ფეთქებადსაშიში ან იოლად აალებადი ფხვნილის არსებობა დააფიქსირა. უსაფრთხოების მიზნით, გაფრენების დარბაზი და საბარგო განყოფილება შემოსაზღვრეს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. შვედეთის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე სტოკჰოლმი-სკავსტას საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც თანამშრომლებმა ერთ-ერთ ჩანთაში საეჭვო შემადგენლობის ფხვნილი აღმოაჩინეს. 

„ჩანთის მფლობელი ამოცნობილია და ის ჩვენთან თანამშრომლობს. ეს ასაკოვანი ქალბატონია“, — განუცხადა შვედეთის ტელეარხ SVT-ს  პოლიციის წარმომადგენელმა როლანდ ლინკვისტმა. 

პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტის კონტროლის სისტემამ ერთ-ერთი მგზავრი ქალბატონი ჩანთის რეგისტრაციისას ფეთქებადსაშიში ან იოლად აალებადი ფხვნილი დააფიქსირა.  

უსაფრთხოების მიზნით, გაფრენების დარბაზი და საბარგო განყოფილება შემოსაზღვრეს. სპეციალისტები ჩანთის ანალიზს აკეთებენ. ჯერჯერობით უცნობია, რატომ ირეაგირა სისტმამ ამ ნივთიერებაზე. 

აეროპორტი ჩაფრენილ თვითმფრინავებს ღებულობს, თუმცა შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა.  

სტოკჰოლმი-სკავსტას აეროპორტი შვედეთის რიგით მეხუთე უმსხვილესი აეროპორტია. 


ყველა ახალი ამბავი
0