თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო ბრენდ Radisson-ის სასტუმროს მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება სასტუმრო „თორის“ ადგილას, — განაცხადეს საპარტნიორო ფონდში.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ დოლარია. Block Invest საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე. თბილისში სამვარსკვლავიან სასტუმროებზე დიდი მოთხოვნაა და ფონდი ამ დეფიციტის შევსებას გეგმავს, — განაცხადა საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
საერთაშორისო ბრენდ Park inn by Radisson-ის სასტუმროს მშენებლობასა და მართვაზე ხელშეკრულებას ხელი ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში მოეწერა კომპანია Block Invest-სა და Carlson Rezidor Group-ის ხელმძღვანელობას შორის.
კომპანია Block Invest-სა и Carlson Rezidor Group-ს შორის კიდევ ერთი მემორანდუმია გაფორმებული, რომელიც სვანეთში 72 ნომრიანი Radisson Blu Mestia-ს აშენებას ითვალისწინებს.