კანადაში დაუდგენელმა პირმა ლტოლვილთა ჯგუფს წიწაკის აეროზოლი შეასხურა

© photo: Sputnik / Александр Бабинский / გადასვლა მედიაბანკშივანკუვერი
ვანკუვერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად დაახლოები 30 ლტოლვილი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაზარალებულებს ვანკუვერის სახანძრო-სამაშველო სამსახურში აღმოუჩინეს დახმარება. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. დაუდგენელმა პირმა სირიიდან ლტოლვილთა ჯგუფს, რომლებიც ვანკუვერში მუსლიმთა ასოციაციის ინ იყვნენ შეკრებილები, წიწაკის აეროზოლი შეასხურა. შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაზარალდა.  

მამაკაცი ველოსიპედით მიუახლოვდა ავტობუსის მომლოდინე ლტოლვილებს და წიწაკის აეროზოლიდან ჭავლი გაუშვა, — იუწყება ტელეარხი  CBC.

„ჩვენ უბრალოდ ვიდექით და უცბად ხველა აგვიტყდა და თვალები აგვეწვა. ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა“, — თქვა შემთხვევის ერთ-ერთმა თვითმხილველმა. სხვა მოწმემ კი დაამატა, რომ ბავშვებმა გონებაც კი დაკარგეს.  

ამ დროისათვის პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს. ცნობილია, რომ მას თეთრი ფერის, კაპიუშონიანი ჯემპრი ეცვა.

დაშავებულებს ვანკუვერის სახანძრო-სამაშველო სამსახურში აღმოუჩინეს დახმარება.

ყველა ახალი ამბავი
0