თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. შეროკ ჰოლმსის დაბადების დღე ლატვიის დედაქალაქში წელს მეხუთედ აღნიშნეს.
რიგის ცენტრში ასამდე ადამიანი შეიკრიბა, რათა ლიტერატურული პერსონაჟის დაბადების დღე აღენიშნათ. ღონისძიება ენთუზიასტების მსვლელობით დაიწყო, რომლებიც კონან დოილის ნაწარმოებების გმირების კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი.
ძველ რიგაში მდებარე დიდი გილდიის სცენაზე ჯერ კონცერტი გაიმართა, შემდეგ კი საუკეთესო კოსტიუმების მფლობელები დააჯილდოვეს.
შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებელი მსახიობი ვასილი ლივანოვი შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვატსონის ძეგლთან
შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებელი მსახიობი ვასილი ლივანოვი შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვატსონის ძეგლთან
რიგა პირველი ქალაქია, რომელმაც 2012 წელს არტურ კონან დოილის ნაწარმოების პერსონაჟის დაბადების დღის აღნიშვნა გადაწყვიტა. ინიციატორებს რიგის სათათბირომაც დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ კონან დოილს არ დაუზუსტებია შერლოკ ჰოლმსის დაბადების თარიღი, თუმცა სავარაუდოდ, ეს დღე 1854 წლის იანვარში უნდა ყოფილიყო.