თოვლის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანზიტული მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიძლიერი თოვლი
ძლიერი თოვლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი თოვლის გამო, რადგან ვერ ხერხდება უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, ვლადიკავკაზი-ლარსის მონაკვეთზე სატრანზიტო მოძრაობა აიკრძალა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანზიტული ავტოტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი თოვლის გამო აკრძალულია, ამიოს შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველო იტყობინება. 

„ძლიერ თოვლთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე, იმის გამო რომ შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილება, ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციით, ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იკრძალება ქალაქ ვლადიკავკაზიდან — დასახლებულ პუნქტ ლარსამდე 2016 წლის 9 იანვრის 15 საათიდან განსაკუთრებულ განკარგულებამდე“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

იმავე წყალოს ცნობით, საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტზე გახსნილია სასტუმრო და კაფე მძღოლებისათვის. 


ყველა ახალი ამბავი
0