ხურგადაში სამი ტურისტი დაიღუპა

© photo: Sputnik / Andrei Stenin / გადასვლა მედიაბანკშიეგვიპტელი სამხედროები
ეგვიპტელი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ხურგადაში სასტუმრო Bella Vista-სთან ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ტურისტი, არიან დაშავებულები.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სამი ტურისტი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა  ეგვიპტეში ქალაქ ხურგადაში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად, იტყობინება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ხალედ მუჯახედი. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასტუმროში სამმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთ მათგანს ხელში შავი დროშა ეჭირა და თავდამსხმელები ისლამურ რელიგიურ ლოზუნგებს ყვიროდნენ. როგორც მანამდე  სააგენტო РИА Новости-ს ეგვიპტის ტურისტული პალატის ასოცოაციის მართვის საბჭოს წევრმა ხუსამ შაირმა უთხრა, სამივე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. შსს კი იტყობინებოდა ერთ მოკლულ თავდამსხმელზე და  ერთ დაჭრილზე. 

არსებული ინფორმაციით პოლიციამ ქალაქის ბლოკირება მოახდინა. 


ყველა ახალი ამბავი
0