გიორგი აბურჯანია ოფიციალურად ესპანური „ხიმნასტიკის“ მოთამაშე გახდა

© gimnasticdetarragona.comგიორგი აბურჯანია
გიორგი აბურჯანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბურჯანიას დებიუტი ახალი გუნდის შემადგენლობაში შესაძლოა უახლოეს უქმეებზე გაიმართოს, როცა „ხიმნასტიკი“ თავის მოედანზე „ლუგოს“ მიიღებს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ოფიციალურად ესპანური “ხიმნასტიკას“ მოთამაშე გახდა. ამის შესახებ კატალონური კლუბის ვებ-გვერდი იტყობინება. 

„ხიმნასტიკასა“ და 21 წლის ფეხბურთელს შორის შეთანხმების ვადა 2,5 წელია. ტრანსფერის ღირებულება არ სახელდება. 

„აბურჯანია — მშვენიერი ნახევარმცველია, რომელსაც ორივე ფეხი მუშა აქვს. ის ძალიან კარგად ირჩევს პოზიციას მინდორზე და ყოველთვის მხარში უდგას გუნდს შეტევითი მოქმედებისას,“ — ასე ახასიათებენ აბურჯანიას კლუბის ვებ-გვერდზე. 

ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში გიორგი აბურჯანია კვიპროსის „ანორტოსისში“ გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში ნახევარმცველმა 22 მატჩი ცაატარა ფამაგუსტის კლუბის შემადგენლობაში და ერთი გოლი გაიტანა. 

რაც შეეხება „ხიმნასტიკას“, კატალონიური კლუბი  სიძლიერით მეორე ესპანური ლიგის წევრია. 19 ჩატარებული ტურის შედეგად, გუნდმა 30 ქულა ააგროვა და მეექვსე ადგილზე გავიდა. 

აბურჯანიას დებიუტი ახალი გუნდის შემადგენლობაში შესაძლოა უახლოეს უქმეებზე გაიმართოს, როცა „ხიმნასტიკი“ თავის მოედანზე „ლუგოს“ მიიღებს. 


ყველა ახალი ამბავი
0