თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. შაბათს, 9 იანვარს მოსალოდნელი ძლიერი თოვლის გამო, მოსკოვში ჰიდრომეტცენტრმა საფრთხის ბოლოსწინა „ნარინჯისფერი“ დონე გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო РИА Новости იტყობინება.
ფერთა კოდების სკალაში, „ნარინჯისფერი“ ნიშნავს, რომ რუსეთის დედაქალაქში სავარაუდოდ სტიქიურ უბედურებას და ზარალს ელიან. სინოპტიკოსების პროგნოზით შაბათს, 9 იანვარს, ძლიერ თოვლთან ერთად მოსალოდნელია ქარბუქი და ლიპყინული.
პროგნოზის თანახმად, ამინდის გაუარესება ცენტრალურ ფედერალურ ოლქს მთლიანად მოიცავს. საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონეა გამოცხადებული რიაზანის, ორლოვსკის, ლიპეცკის, ტამბოვის, კურსკის და ვორონეჟის ოლქებში. განსაკუთრებით ძლერ თოვლს ბელგოროდის ოლქში ელიან.