თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ეთიოპიაში საპროტესტო აქციების დროს, რომელიც რეგიონ ორომიაში ნოემბერში დაიწყო, სულ ცოტა 140 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch (HRW).
მანამდე უფლებადამცველები 75 დაღუპულის შესახებ აცხადებდნენ.
„ძალოვნებმა, აქტივისტების განცხადების თანახმად, არანაკლებ 140 პროტესტანტი მოკლეს და ბევრად მეტი — დაჭრეს. ეს ეთიოპიაში, შესაძლოა, 2005 წლის არჩევნებზე მღელვარების დროიდან, ყველაზე მსხვილი კრიზისი გახდეს“, — აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სააგენტო „ფრანს პრესის“ მონაცემებით, ეთიოპიის ხელისუფლებამ უფლებადამცველთა მტკიცებებზე კომენტარები არ წარმოადგინა. მანამდე ეთიოპიის ხელისუფლებამ მხოლოდ ხუთი დაღუპულის შესახებ განაცხადა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციები პატარა ქალაქ გინჩიში, დედაქალაქ ადის-აბებადან 80 კილომეტრში, საინვესტიციო პროექტისთვის ტყის გაჩეხვის შესახებ ეთიოპიის ხელისუფლების განცხადების შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციები მალე მთელს რეგიონში გავრცელდა.