ალილოს მონაწილეებმა ობლებისა და ღარიბებისთვის საჩუქრები შეაგროვეს

გამოწერა

თბილისში ალილოობა გაიმართა, რომლის უმთავრესი მიზანი ქველმოქმედება, ობლებისა და უქონელთათვის საჩუქრების შეგროვებაა. 

საშობაო ალილოობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის, რომელიც ქრისტეშობის დღეს ტარდება. თბილისური ალილოს მონაწილეები ტრადიციულად გადიან დედაქალაქის ცენტრს და გზად შეჭირვებულებისთვის საჩუქრებს აგროვებენ. ამ საჩუქრებს მოგვიანებით მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებში, ასევე ღარიბ მოსახლეობაში არიგებენ. 

ალილო — ეს ნამდვილი კოსტიუმირებული წარმოდგენაა, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობენ და საერო პირებიც. როგორც წესი, ალილოობას ძალიან ბევრი ბავშვი ესწრება. მოალილოვეთა შორის შეხვდებით ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ადამიანებსაც და მოგვებად და მწყემსებად გადაცმულებსაც. პროცესიას კამეჩებშებმული საჩუქრებით დატვირთული ურმები მიუყვება. 

ალილოს მონაწილეები ტრადიციულ მარშრუტს გადიან ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. 

ყველა ახალი ამბავი
0