გარდაიცვალა მედეა ჯუღელი - პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისამგლოვიარო სანთლები
სამგლოვიარო სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედეა (მზია) ჯუღელი 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, როდესაც სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში სპორტული ტანვარჯიშის გუნდურ შეჯიბრებაში გაიმარჯვა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისში 91 წლის ასაკში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მედეა (მზია) ჯუღელი გარდაიცვალა , იუწყება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.

მზია ჯუღელი გახდა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში დავერცხლის პრიზიორი სპორტულ ტანვარჯიშში, სსრკ-ის რვაგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თანაგრძნობა გამოუცხადა მზია ჯუღელის ოჯახს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0