თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურები ლაგოდეხის რაიონში 28 დეკემბერს დაკარგულთა ძებნის ოპერაციააში თანამშრომლობენ, განაცხადა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში ზურაბ აბაშიძემ პარასკევს, 8 იანვარს.
მანამდე რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო ჯამბურიამ განაცხადა, რომ 28 დეკემბერს ლაგოდეხში დაკარგული სამი მონადირე თითქოს დაღესტნელმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. თუმცა, დაღესტნის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აღნიშნული განცხადება არ დაადასტურეს.
„ყველაზე მთავარი ისაა, რომ პირველი კონტაქტი შედგა. საწყის ეტაპზე საქართველოსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის კონტაქტები გაიცვალა, შემდეგ კი აუცილებელი გახდა საქმეში სხვა უწყებების ჩართვა. ამ ეტაპზე მუშაობა ამ კუთხით უკვე მიდის“, — განაცხადა აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
როგორც კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი აღნიშნავს, დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ლაგოდეხის რაიონი სამხრეთიდან ესაზღვრება დაღესტანს.