თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ცნობილი რუსი კინორეჟისორის ელდარ რიაზანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „რუსკი კლუბში“ 8 იანვარს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელდარ რიაზანოვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში რეჟისორის მეგობრები და კოლეგები შეიკრიბებიან, რომელთან შორისაც იქნებიან ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელსაც რიაზანოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა, ასევე ლანა ღოღბერიძე და მერაბ კოკოჩაშვილი. საღამოზე ცნობილი შემსრულებელი ირმა სოხაძე მაესტროს ცნობილი ფილმებიდან კომპოზიციებს შეასრულებს.
საღამო ელდარ რიაზანოვის კომედიის „ საძინებლის გასაღების“ ჩვენებით დასრულდება, რომელშიც რეჟისორმა, ტრადიციულად, ეპიზოდური როლი შეასრულა.
რუსი რეჟისორი, სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, საბჭოთა და რუსული კინემატოგრაფის კლასიკოსი ელდარ რიაზანოვი მოსკოვში 2015 წლის 30 ნოემბერს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.