თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი, რომელმაც თანამდებობა 2014 წლის ბოლოს დატოვა, შეიძლება ძველ თანამდებობას დაუბრუნდეს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან საუბრისას პარასკევს, 8 იანვარს.
ზალკანიანმა, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების“ წევრია, თანამდებობა 2014 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს.
„მე ბატონ ზალკანიანთან მქონდა საუბარი. ჩვენ ორი მოადგილის თანამდებობაზე ვაკანსია გვაქვს. ორივე პოზიციაზე კანდიდატურებს განვიხილავთ, დავით ზალკანიანის კანდიდატურა პირველი მოადგილის პოზიციაზე განიხილება“, — განაცხადა ჯანელიძემ მთავრობის სხდომაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს.