თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. სერიოზული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა 7 იანვარს ბაქოს საოლქო გზაზე ბინაგადინის რაიონის ბალაჯარის დასახლების რაიონში, ამის შესახებ Sputnik-აზერბაიჯანი იტყობინება.
ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე ავტობუსისა და აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრების მქონე მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ავტობუსი გზის ბორდიურს დაეჯახა და 16 მეტრის მანძილზე დააზიანა იგი. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურისათვის ზარალის მიყენების ფაქტზე შედგა აქტი 1,525 ათას მანათზე და გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. მიმდინარეობს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამოძიება.