თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ბოევიკი „ფორსაჟი 7“, მსახიობები ჯონი დეპი და სანდრა ბულოკი ჯილდოს „ხალხის რჩეული“ (People`s Choice 2016) მფლობელები გახდნენ. ყველაზე სახალხო პრემიის გადაცემის ტრანსლირება ტელეარხ CBS-ზე მიმდინარეობდა.
პრემიის ლაურეატებს ინტერნეტ-კენჭისყრით ავლენენ, რაშიც, ტრადიციულად, ფანატიკოსები და თაყვანისმცემლები მონაწილეობენ.
ბოევიკი „ფორსაჟი 7“ ერთდროულად ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა: „საყვარელი ფილმი“ და „საყვარელი ექშენი“.
ნომინაციაში „საყვარელი კომედიური მსახიობი ქალი“ მელისა მაკკარტნიმ გაიმარჯვა, „საყვარელ დრამატულ მსახიობ ქალად“ ფანატიკოსებმა დაკოტა ჯონსონი აღიარეს, „ექშენის ჟანრში საყვარელი მსახიობი მამაკაცი“ კრის ჰემსვორტი გახდა.
ჯილდო People`s Choice, 1975 წლიდან ყველწლიურად, ენიჭებათ კინოს, მუსიკისა და ტელევიზიის სფეროში მოღვაწე ადამიანებს.