ბებიებისა და ბაბუების კონკურსი თბილისში

გამოწერა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „კათარზისმა“ თბილისში კონკურსი „სუპერ-ბებია და სუპერ-ბაბუა 2016“ ჩაატარა. 

„სუპერ-ბებია და სუპერ-ბაბუა 2016-ის“ საპატიო წოდებები 83 წლის ლიდა მაისურაძესა და 86 წლის ტრისტან კვატაშიძეს მიენიჭათ. საახალწლო კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და თბილისში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული, 24 ხანშიშესული მონაწილეობდა. 

კონკურსის მონაწილეები — „კათარზისისა“ და საქართველოს სხვა მოწყალების სახლების ბინადრები, ცეკვასა და სიმღერაში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. 

გამარჯვებულებსაც და სხვა მონაწილეებსაც ფულადი პრიზები და სხვა საჩუქრები გადაეცათ. 

კონკურსის მხარდამჭერი იყო ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასი“. 

ყველა ახალი ამბავი
0