თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და მომავლის რწმენა უსურვა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური ხუთშაბათს, 7 იანვარს.
გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
"ჩვენმა პატრიარქმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა ეპისტოლეში. როგორიც არის ოჯახის მნიშვნელობა, ოჯახის სიმყარის მნიშვნელობა, როგორიც არის სიყვარულის ნაკლებობა დღევანდელ მსოფლიოში… დღეგრძელობას გისურვებთ და ბედნიერი, მშვიდობიანი და მომავლის რწმენით განსმჭვალული 2016 დამდგარიყოს ყველა თქვენგანისთვის" — განაცხადა პრემიერმა.
ქრისტეშობა —საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.