ერაყელმა სამხედროებმა განაცხადეს რომ ISIS “სამხედრო მინისტრი” მოკლეს

© photo: Sputnik / Talgat Kaliev / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული ტექნიკა ერაყში
ამერიკული ტექნიკა ერაყში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის მონაცემებით, მოკლულ მინისტრს სამერ მოჰამედ მათლუბ ალ-მახლავი ერქვა ან „აბუ მუაზი“. იტყობინებიან, რომ მასთან ერთად ლიკვიდირებულია დაიშის ერთ-ერთი წამყვანი მეთაური ხადვან არ რავი.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ერაყელმა სამხედროები იტყობინებიან, რომ სამხედრო საჰაერო ძალების დარტყმების შედეგად, ანბარის პროვინციაში ქვეყნის დასავლეთში გაანადგურეს მებრძოლი, რომელიც დაჯგუფება  “ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურაში „სამხედრო მინისტრის“ როლს ასრულებდა. 

„ერაყის სამხედრო საჰაერო ძალების ავიადარტყმების შედეგად, ბარვანის რაიონში, ქალაქ ხადისთან, პროვინცია ანბარში მოკლულია დაიშის ეგრეთ წოდებული „ომის მინისტრი“ სამ სხვა მებრძოლთან ერთად, რომელიც მას თან ახლდა“, — იტყობინება სამხედრო ხელმძღვანელობის საინფორმაციო ბიურო Facebook-ის  თავის გვერდზე.

დეკემბრის ბოლოს საინფორმაციო ბიურომ განაცხადა, რომ ერ-რამადიში მათ მოახერხეს დაჯგუფების „ფინანსთა მინისტრის“ დაჭერა. 

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები - Sputnik საქართველო
გერმანიას საერთაშორისო კოალიციისთვის სირიაში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია

ტელეარხ „ალ-არაბიას“ მონაცემებით, მოკლულ მინისტრს სამერ მოჰამედ მათლუბ ალ-მახლავი ერქვა ან „აბუ მუაზი“. იტყობინებიან, რომ მასთან ერთად ლიკვიდირებულია დაიშის ერთ-ერთი წამყვანი მეთაური ხადვან არ რავი. 

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის მსოფლიო უსფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ტერორისტებმა მოახერხეს სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცება. გარდა ამისა ისინი ცდილობენ თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, კერძოდ ლიბია. 

სხვადასხვა შეფასებებით, „ისალმური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 90 ათასი კვადრატული კილომეტრია. ტერორისტებმა განაცხადეს ე.წ „ხალიფატის“ შექმნის შესახებ, თავისი კანონებითა და სახელისუფლებო ორგანოებით. ამ ექსტრემისტული ორგანიზაციის შესახებ მონაცემები ასევე დაუზუსტებელია — 50 ათასიდან 200 ათას მებრძოლამდე. 

„ისლამურ სახელმწიფოსთან“  ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას სირიისა და ერაყის სამთავრობო ძალები ებრძვიან. საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით (ჯერჯერობით საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება), ასევე ქურთები და ლივანისა და ერაყის შიიტი ამბოხებულები. 

საბრძოლო მოქმედებების შედეგად ასეულობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე მილიონი დევნილად იქცა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0