თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკმა ქრისტესობის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით, მშვიდობა და სიკეთე უსურვა აღმოსავლეთ ეკლესიების მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს.
„დღეს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს სულიერ სიახლოვეს ქრისტიანული აღმოსავლეთის ძმებთან და დებთან, კათოლიკეებთან და მართლმადიდებლებთან, რომლებიც ხვალ ქრისტეს შობას აღნიშნავენ. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და სიკეთეს, ჩვენი აპლოდისმენტები მათ“, — თქვა პონტიფიკოსმა, ტრადიციული საკვირაო ქადაგებით გამოსვლისას მორწმუნეთა წინაშე, რომლებიც ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეიკრიბნენ. მანამდე ფრანცისკი ხელმძღვანელობდა სადღესასწაულო მესას ვატიკანის ბაზილიკაში, რომელიც კათოლიკების დღესასწაულის ნათლისღებასთან დაკავშირებით გაიმართა.
ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანული დღესასწაულს, რომელიც მარიამ ღვთისმშობელისაგან ღვთის შვილის — იესო ქრისტეს ხორციელ დაბადებასთან არის დაკავშირებული, რომის კათოლიკური ეკლესია გრიგორიანული კალენდარით 25 დეკემბერს აღნიშნავს. რუსული, იერუსალიმის, ქართული, სერბული მართლმადიდებლური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია უკრაინის საზღვრებში და ძველი სარწმუნოების მიმდევარი ეკლესიები ქრისტეს შობას 7 იანვარს (25 დეკემბერი იულიანური კალენდარით) აღნიშნავენ.