ანგელა მერკელმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიულოცა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის ლანცლერმა გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები უსურვა და ბერლინში მიიწვია.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik.  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გიორგი კვირიკაშვილს ასქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური ოთხშაბათს, 6 იანვარს.

საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, 29 დეკემბერს ნდობა გამოუცხადა. კვირიკაშვილმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 23 დეკემბერს გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც დადებითი მიმართულებით განვითარდება. გერმანია დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე. გისურვებთ წარმატებებს თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში. მოხარული ვიქნები, თუ მალე ბერლინში გიხილავთ", — ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვის წერილში. 

ანგელა მერკელმა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და ბერლინში მიიწვია. 


ყველა ახალი ამბავი
0