თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. შობის ღამეს, 6–7 იანვარს, თბილისელებს მეტროპოლიტენი უფასოდ მოემსახურება, — იუწყება დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახური.
ქრისტეშობა ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება იმართება.
მეტროპოლიტენით უფასოდ მგზავრობა 6 იანვრის 23:00 საათიდან 7 იანვრის დილის 04:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.