თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ჰოლანდიის გუნდს ანგარიშით 12:11 სძლია. მატჩი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ქალაქ დენ ჰააგში გაიმართა.
იოვან პოპოვიჩის გუნდმა შეხვედრა შემართებით დაიწყო და დიდი შესვენებისთვის ანგარიში 7:5 იყო. მესამე მეოთხედში ჰოლანდიელები გააქტიურდნენ და მონაკვეთი ანგარიშით 2:1 მოიგეს. დასკვნითი მონაკვეთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ანგარიშით 4:4 დამთავრდა, რამაც, საბოლოო შედეგით 12:11, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 10 იანვარს იწყება. ტურნირში კონტინენტის 16 უძლიერესი გუნდი მონაწილეობს. ეს გუნდები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი. „С“ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე იტალიის, რუმინეთისა და გერმანიის ნაკრებები იქნებიან.
პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ 11 იანვარს გამართავს.