ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის პატივსაცემად საზეიმო კონცერტი გაიმართა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონცერტს ესწრებოდა თავად პატრიარქი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორე 4 იანვარს 83 წელი შეუსრულდა.
წელს ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით ტრადიციული მიღება არ ყოფილა დაგეგმილი. ამის მაგივრად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური და საქართველოს მტავრობის წარმომადგენლები ქართველი მომღერლის, ჯემალ სეფიაშვილის პატრიარქისთვის მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ.
ილია მეორე (ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1927 წელს მისი ოჯაი ვლადიკავკაზში გადავიდა. ახლად დაბადებული ქრისტეს შობის დღეს ქართულ ტაძარში მოინათლა.
1952 წელს ილია მეორემ №22 საშუალო სკოლა დაამთავრა ვლადიკავკაზში, 1957 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარია და 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წლის 16 აპრილს, 24 წლის ასაკში, მელქისედეკ მესამეს კურთხევით სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი ბერად აღიკვეცა.
ილია მეორე ბათუმისა და შემოქმედის ეპისკოპოსების მიერ ხელდასხმული გახდა 1963 წლის 26 აგვისტოს. ის იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი (1963-1972 წწ.) 1967 წელს ილია მეორე სოხუმის ეპისკოპოსი გადა, 1969 წლიდან — მიტროპოლიტი.
კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 9 ნოემბერს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ის საპატრიარქოს მოსაყდრე გახდა. 1977 წლის 23 დეკემბერს კი ის კათოლიკოს პატრიარქქად არჩიეს; ილიას კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.
ილიას პატრიარქად კურთხევისას საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური ხელახალი დაბადება მოხდა 1980-იან წლებში. ბოლო 26 წლის განმავლობაში ეპარქიების რაოდენობა საქართველოში 15-დან 33-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში იყო სულ 48 მოქმედი ტაძარი, ახლა მათი რაოდენობა არის დაახლოებით 1000. ჩატარდა ახალი წმინდანების შერაცხვა, გაიხსნა ახალი სასულიერო სასწავლებლები, მათ შორის თბილისის და გელათის სასულიერო აკადემიები. თბილისში აიგო ყველაზე დიდი ტაძარი საქართველოში — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.