მიხეილ სომოვის ექსპედიციამ ანტარქტიდა "აღმოაჩინა". 1956 წლის კადრები

გამოწერა

2016 წლის 5 იანვარს პირველი საბჭოთა ანტარქტიკული სამეცნიერო ექსპედიციის ანტარქტიდის ნაპირზე გადასხმიდან 60 წელი შესრულდა.

1956 წლამდე, თუ არ ჩავთვლით კვლევებს, რომლებსაც 1946 წლიდან ვეშაპზე მონადირე ფლოტის სამეცნიერო ჯგუფი "Слава" ატარებდა, საბჭოთა კავშირს არ გააჩნდა ანტარქტიკის პირობებში მუშაობის გამოცდილება.

ფართო გაქანება საბჭოთა კვლევებმა 1950-იანი წლების შუაში საერთაშორისო გეოფიზიკური წლის მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებით მიიღეს.

1955 წლის 13 ივლისს სსრკ-ის მინისტრთა საბჭომ სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსური ანტარქტიკული ექსპედიციის ორგანიზების დადგენილება გამოსცა. მის მოვალეობაში შედიოდა კონტინენტის სანაპიროზე მთავარი ბაზის და შიდამატერიკული სამეცნიერო-კვლევითი სადგურისათვის ადგილის შერჩევის ორგანიზება.

სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსური ანტარქტიკული ექსპედიცია შედგებოდა ორი ნაწილისგან — კონტინენტური და საზღვაო. სულ ექსპედიციაი (ხომალდების ეკიპაჟებთან ერთად) მონაწილეობდა 425 ადამიანი, მათგან ზამთრის გასატარებლად 92 დარჩა, სეზონური შემოდგენლობა 83 ადამიანს ითვალისწინებდა, ექსპედიიც საზღვაო ნაწილში კი — 48 ადამიანი, ხომალდების ეკიპაჟები — 202 ადამიანი.

ექსპედიციას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიული მეცნიერების დოქტორი, სანჭოთა კავშირის გმირი მიხეილ სომოვი, თავადვე ედგა სათავეში ექსპედიციის მატერიკულ ნაწილს. სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო გეოგრაფიული მეცნიერების დოქტორი ვლადიმერ კორტი, რომელიც ერთდროულად ხელმძღვანელობდა ექსპედიციის საზღვაო ნაწილსაც.

ანტაარქტიკული ექპედიციის ფლაგმანი იყო დიზელ-ელექტრომავალი "Обь", სპეციალურად საექსპედიციო ხომალდისათვის აღჭურვილი. ექსპედიციის ფლაგმანის ხომალდის კაპიტანი და საზღვაო ოპერაციებში პირველი კომპლექსური ანქტარტიკული ექსპედიციის მეთაურის მოადგილის მოვალეობების შემსრულებლად დაინიშნა ივან მანი.

ყველა ახალი ამბავი
0