ქართული დიასპორის წარმომადგენლები საზღვარგარეთიდან საქართველოსა და მის მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავენ.
საქართველოს მოსახლეობისადმი საახალწლო მილოცვა ჩაიწერეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რომლებიც ცხოვრობენ იტალიაში, საბერძნეთში, აშშ-ში, სომხეთსა და საფრანგეთში.
საზღვარგარეთ მყოფმა ქართველებმა საკუთარ სამშობლოს მშვიდობა, კეთილდღეობა, სიხარული და აყვავება უსურვეს.