თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საახალწლოდ სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ მყოფ ორი ათასზე მეტ ბავშვს საჩუქარი და ფულადი დახმარება გადაეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სამშაბათს, 5 იანვარს სოციალურ მუშაკებს შეხვდა.
„აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ ბავშვებისთვის ახალი წელი უფრო ლამაზი ყოფილიყო“, — აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
საჩუქრებისა და ფულადი დახმარებისთვის თანხა მარგველაშვილის საპრეზიდენტო ფონდიდან გამოიყო.