რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებას ითხოვს

© RIA Novosti . Nataliya Seliverstovaმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიების პროცესს დააკვირდება, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ ულიანოვმა.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. მოსკოვის აზრით, არსებობს ძალიან მაღალი შანსი იმისა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. რუსული მხარე  აუცილებლად მიიჩნევს როგორც ამ ფაქტის, ისე თურქეთიდან ზარინის კომპონენტების შეტანის თაობაზე შეტყობი ნების გამოძიებას, — განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის   დირექტორმაა მიხაილ ულიანოვმა. 

მისი თქმით, მოსკოვი დააკვირდება, „თუ როგორ ჩატარდება სამუშაოები ამ მხრივ“.

„დაახლოებით ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მექანიზმის თაობაზე პირველი მოხსენება. ვნახოთ, რამდენად იქნება მასში ასახული ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო ფაქტების გამოძიების შედეგები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ“, — დაასკვნა ულიანოვმა.     


ყველა ახალი ამბავი
0