მენდელეევის ტაბულას ოთხი ახალი ელემენტი დაემატა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმენდელეევის ტაბულა
მენდელეევის ტაბულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მენდელეევის ტაბულის 113-ე, 115-ე, 117-ე და 118-ე აღმოჩენილ ელემენტებს ჯერჯერობით პირობითი დასახელებები აქვს: უნუტრიტიუმი, უნუნპენტიუმი, უნუნსეპტიუმი და უნუნოქტიუმი. თუმცა, მუდმივი დასახელებები მათ შეიძლება უახლოეს თვეებში მიენიჭოთ.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. მენდელეევის ტაბულა ოთხი ელემენტით შეივსო — 113-ე, 115-ე, 117-ე და 118-ე ატომური ნომრებით, იუწყება თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის ვებგვერდი (IUPAC).

ახალი ელემენტების მიღების სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი უფრო მსუბუქი ელემენტების მანამდე უცნობ იზოტოპებად იშლებიან, რომლებიც ჯერ კიდევ გასარკვევია. ოთხივე ახალი ელემენტი ხელოვნურად არის სინთეზირებული. ბუნებაში ურანზე მძიმე, ანუ 92-ზე მეტი ატომური ნომრით (ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობა) ელემენტები არ არსებობს. მათ ხელოვნური სინთეზით იღებენ.

RIKEN-ის ინსტიტუტის მეცნიერები მენდელეევის ტაბულის 113-ე ელემენტის შემქმნელებად აღიარეს, რომელსაც შეიძლება „იაპონიუმი“ ეწოდოს. აღსანიშნავია, რომ ეს მენდელეევის ტაბულის პირველი „იაპონური“ ელემენტია.

ატომური ნომრების 115, 117 და 118 ელემენტების დასახელების უფლება დუბნის ბირთვული კვლევების, კალიფორნიისლივერმორის ეროვნული ლაბორატორიისა და ტენესის ოკ-რიჯის ეროვნული ლაბორატორიის გაერთიანებული ინსტიტუტის მეცნიერთა რუსულ-ამერიკულ ჯგუფს ეკუთვნის. ახალ ელემენტებს „დროებითი“ სახელები მიენიჭა უნუტრიტიუმი (ununpentium — Uup), უნუნპენტიუმი (ununseptium — Uus,), უნუნსეპტიუმი (ununseptium — Uus) და უნუნოქტიუმი (ununoctium — Uuo),ხოლო ხუთ წელიწადში პერიოდულ ტაბულაში მათი ნამდვილი დასახელება და ორასოიანი ნიშანი გაჩნდება.

მენდელეევის ტაბულაში ელემენტი ბოლოს 2011 წელს დაემატა, როდესაც აღმოაჩინეს ელემენტები 114-ე და 116-ე ატომური ნომრებით, რომლებსაც ფლეროვიუმი და ლივერმორიუმი უწოდეს. 


ყველა ახალი ამბავი
0