საოპერო მუსიკის ვარსკვლავები და სოფი ლორენის ვაჟი თბილისში კონცერტს გამართავენ

© photo: Sputnik / Александр Поляков / გადასვლა მედიაბანკშიკარლო პონტი
კარლო პონტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს. კონცერტზე შესრულდება ნაწყვეტები ცნობილი ოპერებიდან, საოპერო არიები და დუეტები, ოპერეტები, კინომუსიკა და მსოფლიო საესტრადო ჰიტები.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს საოპერო მუსიკის ვარსკვლავები შეუდარებელი ტენორი ალესანდრო საფინა; "მის ჰოლივუდი 2005", ოპერის და ესტრადის დივა ენჯელ ბლუ; უმშვენიერესი ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; გენიალური სოფი ლორენის უფროსი ვაჟი, შესანიშნავი დირიჟორი კარლო პონტი, ასევე ნინო სურგულაძე, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდი 9 იანვარს თბილისში მონაწილეობას მიიღებენ  ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო კონცერტში. 

კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს.

კონცერტზე შესრულდება ნაწყვეტები ცნობილი ოპერებიდან, საოპერო არიები და დუეტები, ოპერეტები, კინომუსიკა და მსოფლიო საესტრადო ჰიტები.

კონცერტის მხადამჭერები არიან თბილისის მერია და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ქართველი ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე
ქართველი ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე  - Sputnik საქართველო
ქართველი ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე

 


ყველა ახალი ამბავი
0