მეკვლე - ქართველების მთავარი სტუმარი ახალ წელს

გამოწერა

ახალი წელი საქართველოში — ეს ტრადიციული ვახშამია, გამორჩეული კერძები, და, რა თქმა უნდა, მეკვლის დახვედრა — ადამიანი, რომელიც პირველად სტუმრობს ახალი წლის პირველ დღეს სახლს.

საქართველოში ახალი წლის მოსვლის შემდეგ პირველ სტუმარს მეკვლეს უწოდებენ. ის უნდა მივიდეს და ოჯახს კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ბარაქა უსურვოს. "კარგი ფეხი" ყოველთვის ფასდება, ვინაიდან როგორც საქართველოში მიიჩნევენ, მომავალი წელი დამოკიდებულია პირველი სტუმრის, მეკვლის "ფეხზე".

მეკვლე აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი, საინტერესო მოსაუბრე ნაცნობებსა და ნათესავებს შორის. მეკვლე საქართველოში საახალწლო ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მეკვლეს გამორჩეული როლიც მიუძღვნეს, რომელიც მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა შეასრულა.

გარდა ამისა, საქართველოში 2 იანვარს დღემდე აღნიშნავენ ბედობის დღესასწაულს. ეს დღე სასურველია სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, თავი არიდოთ კამათს ოაჯხში და ოჯახის გარეთ. მიიჩნევა, რომ, როგორც ამ დღეს გაატარებს ადამიანი, მთელი წელიც ასეთივე ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0