Charlie Hebdo- ზე თავდასხმის წლისთავზე გამოცემამ ტერორისტი–ღმერთის კარიკატურა შექმნა

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიგამოცემა Charlie Hebdo
გამოცემა Charlie Hebdo - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგული სატირული ყოველკვირეული ჟურნალ Charlie Hebdo–ს გარეკანზე ღმერთის განზოგადებული ფიგურის კარიკატურა გაჩნდება. გარეკანს დაამშვენებს წარწერა – „გავიდა წელიწადი, მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია“.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ფრანგული სატირული ყოველკვირეული ჟურნალ Charlie Hebdo–ს სპეციალური ნომრის გარეკანზე, რომელიც ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმის წლისთავს ეძღვნება, ჟურნალისტების მკვლელობისთვის პასუხისმგებელის გამოსახულება იქნება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ახალი ნომერი საგაზეთო ჯიხურებში 6 იანვარს გამოვა. ტელეარხ BFM TV–ის ინფორმაციით, მის გარეკანზე იქნება ღმერთის განზოგადებული ფიგურის კარიკატურა: წვერიანი მამაკაცი გრძელი, სისხლით მოთხვრილი სამოსით, სანდლებითა და ზურგზე კალაშნიკოვის ავტომატით. „გავიდა წელიწადი, მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია“, – წერია ნახატზე, რომლის ავტორიც რედაქციის ხელმძღვანელი ლორან სურისოა.

სპეციალური გამოშვების პირველ გვერდზე ჟურნალისტები რელიგიურ ფანატიკოსებს გმობენ, რომლებსაც გამოცემის განადგურება სურთ, რადგან მათ „რელიგიის დაცინვა“ გაბედეს. 

ყოველკვირეული გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა – ნონკონფორმისტული და ანტირელიგიური – გულისხმობს, რომ ხუმრობისთვის აკრძალული თემები არ არსებობს. ხშირად საკმაოდ შეურაცხმყოფელი და მტკივნეული კარიკატურების გმირები ყოფილან კათოლიკური ეკლესიის კარდინალებიც, თავად რომის პაპიც, სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, თვით იესო ქრისტეც. თუმცა „დიდება“ ჟურნალს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებმა მოუტანა.

სპეციალური გამოშვება დაახლოებით ერთი მილიონიანი ტირაჟით გამოვა. სავარაუდოდ, მასზე დიდი მოთხოვნილება იქნება.

 

Charlie Hebdo–ს რედაქციაზე თავდასხმა გასული წლის 7 იანვარს მოხდა. ორი ბოროტმოქმედი ყოველკვირეული გამოცემის რედაქციაში შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს. 


ყველა ახალი ამბავი
0