თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიაკშვილმა ორშაბათს, 4 იანვარს, კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიულოცა.
ილია მეორეს, რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა, 83 წელი შეუსრულდა. „მჯერა, რომ თავისი სიყვარულითა და სათნოებით კიდევ დიდხანს გააძლიერებს თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს“, — ნათქვამია მილოცვაში.
მთავრობის მეთაურმა პატრიარქს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა.
ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს, ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.