ISIS-ის ბოევიკებმა ლიბიის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობპორტს შეუტიეს

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშივითარება ლიბიაში
ვითარება ლიბიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიბიის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობპორტ Es Sider-ზე შეტევის ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჯგუფების ბოევიკები ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ცდილობდნენ Es Sider-ზე შეტევას.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებსა და ლიბიის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ტერმინალის, Es Sider-ის დაცვას შორის შეტაკება მოხდა, — იუწყება რუსული საინფრომაციო საა გენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.  

შეტევის ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ, განმარტავს სააგენტო. ჩინოვნიკებს ასევე არ დაუზუსტებიათ, რამდენად ახლოს მოხდა შეტაკება პორტთან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჯგუფების ბოევიკები ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ცდილობდნენ  Es Sider-ზე შეტევას.  

ორი უმსხვილედსი საექსპორტო ტერმინალის Es Sider-ისა და Ras Lanuf-ის მუშაობა 2014 წლის დეკემბერში შეაჩერეს. ქვეყანა ორი კონკურენტული მთავრობის საბრძოლო მოქმედებების ზონაში მდებარეობს, რის გამოც დაზიანდა რამდენიმე ნავთობპორტი, რამდენიმე კი „ისლამურმა სახელმწიფომ“ იგდო ხელთ. 


ყველა ახალი ამბავი
0