თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ბოლო ორი დღის განმავლობაში პოლონეთში, სადაც ზოგ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსზე დაბლა დაეცა, 20-ზე მეტი ადამიანი გაიყინა, — იუწყება უსაფრთხოების სამთვრობო ცენტრი.
„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 12 ადამიანი გაიყინა. ერთი დღით ადრე კიდევ 9 მსხვერპლია დარეგისტრირებული“, — განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ ცენტრის წარმომადგენელმა ბოჟენა ვისოცკაიამ.
1 ნოემბრიდან დღემდე სულ 39 ადამიანი გახდა ყინვების მსხვერპლი, —დაამატა მან.