ქართველი თოვლის ბაბუა ბავშვებისათვის ახალი წლის მისალოცად ეროვნულ თეთრ სამოსში გამოწყობილი მოდის. ჩოხა, ხანჯალი, ნაბადი და გრძელი თეთრი წვერი — საზეიმო სამოსის აუცილებელი ელემენტებია.
საქართველოში ბავშვებსა და უფროსებს ახალ წელს აქაური თოვლის ბაბუა ულოცავს.
ლეგენდის თანახმად, ის მთებში სვანურ კოშკში ცხოვრობს და ხალხთან საახალწლო დღესასწაულებზე მოდის და მოაქვს საჩუქრები.
თოვლის ბაბუას ბავშვებისთვის ახალი წლის მისალოცად იწვევენ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სხვა საზეიმო ღონიეძიებებზე. ბავშვებს უყვართ თოვლის ბაბუა და როდესაც ის მათთან მიდის, მისთვის ცეკვავენ და მღერიან.