თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ინდოეთში, მიანმასთან საზღვრის სიახლოვეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, ორასამდე კი დაშავდა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, სააგენტო „ასოშეითედ პრესზე“ დაყრდნობით.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაშავებული იყო 100 ადამიანი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შტატ მანიპურში მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი შტატის დედაქალაქიდან, იმფხალიდან 29 კმ-ში, ხოლო კერა —55 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით კი მიწისძვრის კერა ბევრად მაღლა, 17 კმ სიღრმეზე წარმოიშვა.
თვითმხილველების თქმით, რყევა დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
მიწისძვრამ რამდენიმე სახლი დაანგრია. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იმფხალიდან 600 კმ-ით დაშორებულ კალკუტაშიც.