რუსუდან შაიშმელაშვილი
უკვე მეორე წელია, ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი მსმენელს ყველაზე გახმაურებულ პროექტს, „მსოფლიოს კინო-მუსიკის შედევრების“ განახლებული ვერსიას სთავაზობს მაყურებელს.
უკვდავი მუსიკის პარარელურად, ეკრანზე ვუყურბდით ფრაგმენტებს, მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან. ეს არის პროექტი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს და ისიამოვნოს. მერე, კიდევ რამდენჯერმე დაუბრუნდეს ამ კონცერტს და მისი ნაწილი გახდეს. თითქმის ორი საათის მანძილზე, ვუსმენდით მუსიკას დაწყებული იტალიური ნეორეალიზმიდან, გაგრძელებული ლეგენდარული ნინო როტას საუნდტრეკებით, „ვარსკვლავური ომების“ ჩათვლით. ჩაპლინის, მორიკონეს, ასტორ პიაცოლას, ლეგრანის მუსიკლაური შედევრების გარდა, დარბაზში ჟღერდა რეტრომუსიკა, კონცეპტუალური მუსიკა, რომლის შინაარსიც ყველაფერს იტევს - სიმსუბუქეს, სიღრმეს, ელეგიას, კლოუნადას, გროტესკს, დრამას.. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი კი, ნიკოლოზ რაჭველი გახლავთ, რომელიც გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მაესტროა, საოცარი მსახიობიც აღმოჩნდა.
მთავარი სიუპრიზი წინ გველოდა. საღამოს სცენარის ავტორმა, თეონა ჯორბენაძემ ზუსტად იგრძნო, რომ მუსიკალური სპექტაკლის კულმინაციად, მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლა იქნებოდა სცენაზე, რომელსაც წინ პედრო ალმადოვარის კინოკადრების ფონზე მოუძღვებოდა, სუხიშვილების სოლისტი, თეა დარჩია, თავისი სტუდიის გოგონებთან ერთად. საღამოში ასევე მონაწილეობდენ გიორგი ცაგარელი და ნატალია ქუთათელაძე. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ტრადიციად უნდა იქცეს ყოველ წელიწადს. საღამოს დღესასწაული კი, კულისებში დამხვდა, სადაც საოცარი განწყობა სუფევდა. ჩვენ ვთხოვეთ ინტერვიუ სცენარის ავტორს თეონა ჯორბენაძეს:
-თეო, საიდან და როგორ დაიბადა ამ საღამოს გაკეთების იდეა?
— მოგესალმებით, ეს იყო ნიკას სურვილი, რომ კინო-მუსიკა აჟღერებულიყო. მაგრამ ამავე დროს გვინდოდა, რომ ამ ყველაფერს პერფომანსის, მუსიკალური წარმოდგენის ფორმა ჰქონოდა და მგონი გამოგვივიდა კიდეც. ეს არ არის უბრალოდ ამონარიდები, ეს არის ის კადრები და მელოდიები, რომლებმაც ჩვენს მეხსიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ამ პროექტსაც ასე დავარქვით „მეხსიერების ბარათი“. სადაც სათუთად ინახება ჩვენი ემოციები, განცდები… ეს ერთგვარი მოგზაურობაა ჩვენს მეხსიერებაში, სადაც მთავარი გმირი და მეგზური ნიკოლოზ რაჭველია. მე მაქვს ბედნიერება, რომ განათების და გახმოვანების პულტთან ვიჯდე და ვუცქირო ამ საოცარ ადამიანს, რომელიც ერთდროულად დირიჟორობს კიდეც და საღამოც მიჰყვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თეა დარჩიას და „ერისიონს“. ხანდახან მართლა დაუჯერებელია ეს ყველაფერი. მათ წინა საღამოს დავურეკე, მოვუყევი იდეა და მეორე დღეს ჩვენთან ერთად იდგნენ სცენაზე. ჩემთვის ანიტა რაჭველიშვილის შემოსვლის ორიგინალურობა გადამწყვეტი იყო. ამ ეპიზოდს ყველაზე მეტად ველოდი. დიდი მადლობა ჩვენს უცვლელ მხატვარს ვანო ჭელიძეს და მონტაჟის რეჟისორს, ბატონ ლევან კუხაშვილს, რომელმაც არაჩვეულებრივად გააკეთა ქართული ხორუმის მოტივებზე კლიპი. მადლობა ჩემს უსაყვარლესს ნინო ნახუცრიშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გვერდში გვედგა.
- თეო როგორც ვიცი, ეს პროექტი თავიდან ერთჯერადი უნდა ყოფილიყო…
— დიახ, მაგრამ პირველივე ჯერზე, იმდენად დიდი წარმატება მოიტანა, რომ დღემდე 25 ათასმა მაყურებელმა იხილა ეს პროექტი. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი, მომავალ წლებშიც განხორციელდება.
— თეო რამდენიმე საათი გვაშორებს ახალ წლამდე…
— მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ახალი წელი. 31 დეკემბერი, ის დღეა როცა ჩვენ გვჯერა სასწაულების. ვუსურვებ ყველა ადამიანს, თავისი ოცნებების ახდენას.
თეოსთან საუბრის დროს, ანიტაც შემოგვიერთდა და მასაც ვთხოვეთ ახალი წლის მოლოცვა.
„თქვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს ვულოცავ 2016 წელს და გისურვებთ წინსვლას, ბედნიერებას და ძალიან დიდ იღბალს ცხოვრებაში. თქვენი ანიტა რაჭველიშვილი.“
ამასობაში ნიკა რაჭველიც გამოვიდა სცენიდან…
„მე ამ წუთას ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი ასეთი გახარებული წავიდა აქედან. მინდა მოგილოცოთ 2016 წელი და ჩემს ხალხს პირველ რიგში მშვიდობა ვუსურვო. მშვიდობა, რომელიც ასე გვჭირდება ყველას, არა ლიზა? კი ნიკა გეთანხმები…(ლიზა ჩაგვეჭრა საუბვრის დროს)
ლიზა ბაგრატიონი:
დიდი ბედნიერება და პატივია ჩემთვის, მიცულოცო ჩემს საყვარელ სამშობლოს ახალი წელი. ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და ჯამრთელობა. მთელი ცხოვრება სიყვარულით და გამარჯვებით გევლოთ. მრავალს დაგასწროთ უფალმა. მიყვარხართ.
მუსიკოსი გიორგი ცაგარელი
„მე ვულოცავ „სპუტნიკ-საქართველოს“ და სრულიად საქართველოს ახალ წელს, ეს წელი ყოფილიყოს ყველა ოცნების ასრულების წელი და რაც შეიძლება ნაკლები საზრუნავი და პრობლემა ჰქონოდეს ჩემს თანამოქალაქეეებს. მრავალს დაესწარით!
თეა დარჩია
მეც მინდა მილოცვებს შეუერთდე. მინდა პირველად მივულოცო საქართველოს კათოლიკოსს პატრიარქის, ილია II —ს ახალი წელი. მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანი ჩვენთანაა. ერთდადერთი ჩემი სურვილი ღვთის წყალობაა ჩემი ოჯახისათვის და სრულიად საქართველოსათვის. მინდა მივულოცო ასევე სუხიშვილების აკადემიურ ანსამბლს, სადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები გავატარე. ჩემს ნინოს და ილიკოს ვულოცავ, რომლებიც ეხლაც ამ წუთას, ანსამბლთან ერთად იტალიაში იმყოფება გასტროლზე. ღმერთმა გამძლეობა, სიხარული, სიყვარული და ჯამრთელობა არ მოაკლოთ მათ. მიყვარხართ ყველა. თქვენი თეა დარჩია.