თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. მაშველები მესამე დღეა ლაგოდეხის მთებში დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას რაიონული ადმინისტრაციის უფროსმა კახა ჯამბურიამ.
„უკვე მეშვიდე დღეა რაც ისინი მთაში სანადიროდ წავიდნენ, შემდეგ ერთი მათგანი სოფელ ახალსოფელში ჩავიდა. ჩვენ ამის შესახებ 1 იანვარს გავიგეთ და დაუყოვნებლივ მაშველები გავგზავნეთ, მაგრამ, საუბედუროდ, დიდი თოვლის გამო, შემთხვევის ადგილზე ასვლა ვერ ხერხდება“, — განმარტა ჯამბურიამ.
მისი სიტყვებით, მაშველები ვერტმფრენს ელოდებიან, რათა სამძებრო ოპერაცია გააგრძელონ, მანამდე კი ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით აგრძელებენ დაკარგული ტურისტების ძებნას.