„ჯორჯიან უოთერ ფაუერი“, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელ ყივნასთან დაკავშირებით, რეკომენდირებულია, მომხმარებელმა დატოვოს ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით და სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენის ქსელები და აღრიცხვის კვანძები, აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით კომპანიები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი", გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებენ, ნათქვამია კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

"ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით 2016 წლის 1- დან 5 იანვრის ჩათვლით, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებმა, ყინვის დროს, წყალსადენის სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები: იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენის ქსელები და აღრიცხვის კვანძები“, — ნათქვამია განცხადებაში.

პირველი თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
კვირიდან საქართველოში მკვეთრად აცივდება

კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაციებს აძლევენ.

„მოსალოდნელ ყივნასთან დაკავშირებით, რეკომენდირებულია, მომხმარებელმა დატოვოს ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით. აღნიშნულ თარიღებში, ყოველ აბონენტს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" ჭარბი წყლის დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ", — აღნიშნულია განცხადებაში. 

რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0