ნაპირსამაგრი სამუშაოები სარფში 2016 წელს დასრულდება

© Tbilisi City Hallგზის სარემონტო სამუშაოები
გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეაბილიტაციის შემდეგ სანაპირო ზოლი შტორმული ტალღებისა და ქვათაცვენისგან დაცული იქნება.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ასფალტის საფარის აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები 2016 წელს დასრულდება, — იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

შტორმული ტალღების შედეგად, გზის ქვედა ფენა ირეცხება, რაც მგზავრებს საფრთხეს უქმნის. ხოლო ინტენსიური ქვათაცვენა პრობლემას ქმნის კლდოვანი გზის გაყოლებაზე. 

ქვათაცვენის შესაჩერებლად კლდეზე სპეციალური ბადე მაგრდება. სანაპიროზე შენდება 8 მეტრი სიმაღლის ქვის ბერმა და ათტონიანი ტეტრაპოდებით მყარდება.

რეაბილიტაციის შემდეგ ტერიტორია უსაფრთხო გახდება ადგილობრივი მოსახლეობის, უცხოელი ტურისტებისა და საერთაშორისო გადამზიდავებისთვის. 

პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მისი ღირებულება 58 მლნ ლარს შეადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0