თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. უკრაინის მთავრობა 10 იანვრიდან მთელ რიგ რუსული წარმოების საქონელზე ემბარგოს აწესებს. აკრძალვა 5 აგვისტომდე ან იმ მომენტამდე იმოქმედებს, ვიდრე თავად რუსეთი არ მოხსნის ემბარგოს უკრაინული წარმოების საქონელზე, — ნათქვამია უკრაინის მთავრობის დადგენილებაში.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 30 დეკემბერს, ზემოთ აღნიშნულის გარდა, კიდევ ერთი დადგენილება მიიღო, რომლითაც რუსეთთან დსთ–ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა გაუქმდა.
დადგენილებები უკრაინის მთავრობის ვებგვერდზე იმავე დღეს გამოქვეყნდა.